აიპ "ქართველ სომეხთა კავშირი"-ს
ინიციატივით, ორგანიზაციის ინიციატივით ჩატარდა შეხვედრა ევროსაბჭოს
მიერ მხარდაჭერილი პროექტის, მუნიცპალურ სამსახურებში საჯარო
სერვისები და პროგრამების ხელმისაწვდომობის ფარგლებში, პროექტი
ხორციელდება ქალაქ თბილისის მერიის და თბილისის საკრებულოსთან
არსებული ეთნიკური უმცირესობების საბჭოს ინიციატივით.
ააიპ ქართველ სომეხთა კავშირის
ორგანიზებით, ქალაქ თბილისის მერიის პატრონაჟით, თბილისის საკრებულოს,
სომხეთის კულტურის სამინისტროს, საქართველოში სომხეთის საელჩოს,
სომხური ეპარქიის კულტურულ საგანმანათლებლო ცენტრის ჰაიარტუნის
მხარდაჭერით გაიმართა საით ნოვასადმი მიძღვნილი ვარდატონი.
ღონისძიების მედია პარტნიორი Aliq Media.
Ավանդական "Վարդատոնը" այս տարի Վիրահայերի Միության կողմից
կազմակերվեց Թբիլիիսիի քաղաքապետարանի հովանու ներքո, աջակցությամբ
Թբիլիսիի ավագանու, ՀՀ Մշակույթի նախարարության, Վրաստանում ՀՀ
դեսպանության, Վիրահայոց թեմի Հայարտուն կրթամշակույթային կենտրոնի
աջակցությամբ։ Տեղեկատվական գործընկեր Aliq Media:
ააიპ ქართველ სომეხთა კავშირის
ინიციატივით 19 მარტს სხვადასხვა უნივერსიტეტიტების სტუდენტებისათვის,
გაიმართა უფასო შემეცნებითი ვიზიტი ილია ჭავაჭავაძის
ლიტერატურურლ-მემორიალურ მუზეუმში. ინიციატივა იმართება თბილისის
მუზეუმების გაერთიანებასთან ორგანიზაციის მემორანდუმის ფარგლებში,
ქალაქ თბილისის საკრებულოს ეთნიკური უმცირესობების საკორდინაციო
საბჭოს მხარდაჭერით.
Վիրահայերի Միության նախաձեռնությամբ Վրաստանի տարբեր համալսարանների
ուսանողների համար տեղի ունեցավ ճանաչողական այցելություն Թբիլիսիի
Իլիա Ճավճավաձեի անվան գրական թանգարան։ Ակտիվությունը իրականացվում է
Թբիլիսիի թանգարանների միության հետ կնքած հուշագրի համաձայն,
աջակցությամբ՝ Թբիլիսիի քաղաքային ընտրանիին կից գործող ազգային
փոքրամասնությունների հմակարգող խորհրդի։
ააიპ ქართველ სომეხთა კავშირის
ინიციატივით დღეს 3 მარტს დედების დღესთან დაკავშირებით, პროექტის
"ქალები მშვიდობისთვის" ფარგლებში, გაიმართა ქალაქ თბილისის
საკრებულოსთან არსებული ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს სათვისტომოების
წარმომადგენლების პერფორმანსი, რომლის ფარგლებში, ქალებმა მშობლიურ
ენებზე მშვიდობის გზავნილები და მოწოდებები გაუშვეს, ასევე მშვიდობის
სიმბოლო მტრედების სახით. პროექტი ქალაქ თბილისის მერიის ფინანსური
მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად ისახავს, ქალების ჩართულობას
მშვიდობისა და განვითარების საქმეში.
Վիրահայերի միության
նախաձեռնությամբ, այսօր մայրերի պետական օրվա առթիվ, Թբիլիսիի
ավագանու կից ազգային փոքրամասնությունների խորհրդի անդամների
մասնակցությամբ տեղի ունեցավ խաղաղության կոչերով հավաք, որի ժամանակ
կանայք իրենց մայրենի լեզուներով խաղաղության կոչեր արեցին և բաց
թողեցին խորհրդանիշ հանդիսացող աղավնիներին։ Հավաքը իրականացվել է
"Կանայք խաղաղության համար" ծրագրի սահմաններում, քաղաք Թբիլիսիի
քաղաքապետարանի ֆինանսական աջակցությամբ և նպաստում է կանանց դերի
հզորացմանը խաղաղության և զարգացման գործընթացում։
12 იანვარს საქართველოს
პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა ტრადიციული სერგო
ფარაჯანოვის სახელობის შემოქმედებითი კონკურისის მონწილეთა
ნამუშევრების გამოფენა და გამარჯვებულების დაჯილდოვების საზეიმო
ცერემონია. გამოვლინდა სამი გამარჯვებული ზრდასრულებში, თითოეულს
ორგანიზაციის ინიციატივით გადაეცა 2 კაციანი საგზური საირმის
გამაჯანსაღებელ კურორტზე. პირველი ადგილი თინა ბუკია, მეორე ადგილი
ნონა კოკაია, მესამე ადგილი ცირა ჯულაყიძე. ასევე გამოვლინდა სამი
გამარჯვებული არასრულწლოვნებში ჟიურის რჩეული მარეტა ელოიანი, ილას
უნივერსიტეტის რჩეული ლამარა დანელიანი, ქართველ სომეხთა კავშირის
რჩეული ანი პილტოიანი, არასრულწლოვნებს გადაეცათ ფულადი კომპენსაცია
და წიგნის ვაუჩერი, ასევე სამახსოვრო საჩუქრები ერევნის სერგო
ფარაჯანოვის სახელობის მუზეუმისგან. წელს მხატვირს სახლის ინიცატივით
შეირჩა ერთი კონკურსანტი, რომელსაც ასევე გადაეცა ორ კაციანი საგზური
მხატვრის სახლში ვიზიტისთვის. აღსანიშნავია, რომ 2022-2023 წლის
კონკურსი გამოირჩეოდა მონაწილეთა მრავალფეროვნებით. რაოდენობით და
წარმოდგენილი უნიკალური ნამუშევრებით. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა და
კონკურსიის დამაარსებელმა მარიამ არაქელოვამ მადლობა მოახსენა
დამსწრეებს მონაწილეობისათვის და ნდობისათვის. მოგახსენებთ, რომ
კონკურსი გაიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო
უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამხატვრო აკადემია,
თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხური სახელმწიფო დრამატული
თეატრი, ერევნის სერგო ფარაჯანოვის სახელობის მუზეუმის
მხარდაჭერით.
ორგანიზაცია კიდევ ერთხელ მადლობას უცხადებს ჟიურის დამსახურებულ
წევრებს შეფასების პროცესში მონაწილეობისათვის.
ააიპ "ქართველ სომეხთა
კავშირის ინიციატივით" ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით, გაიმართა
ღონისძიება სახელწოდებით "არამიანცის კვალი თბილისში". ღონისძიების
ფარგლებში ჩატარდა საარქივო ფოტო მასალის გამოფენა და მოკლენეტრაჟიანი
ფილმის ჩვენება, ფილმის ავტორი მარიამ არაქელოვა, რეჟისორები ავთანდილ
ინასარიძე და რევაზ ჯანყარაშვილი. პროექტი მიზნად ისახავს სამოქალაქო
ცნობიერების ამაღლებას, საქართველოს ეთნიკური მრავალფეროვნებისა და
მათი მიერ შეტანილი წვლილის წარმოჩენას დედაქალქის ურბანულ
განვითარებაში.
ააიპ ქართველ სომეხთა კავშირიში გაიმართა რა? სად? როდის? თამაში,
რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტებმა.
გამარჯვებულმა გუნდმა მიიღო ორგანიზაციისგან კინოს ბილეთები.
ღონისძიება მიზნად ისახავს, ახალგაზრდა თაობის განათლებისა და
სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში ხელშეწყობას.
20 წელზე მეტია გაეროს გადაწყვეტილებით ტოლერანტობის საერთაშორისო დღე
16 ნოემბერს აღინიშნება და ხაზს უსვამს იმ პრინციპის მნიშვნელობას,
რაც ჩვენი ყოველდღიური ურთიერთობების საფუძველს წარმოადგენს.
საქართველოს ხელისუფლებისათვის მთავარი ღირებულებაა ადამიანი, მისი
ღირსება და უფლებები. თითოეულ ადამიანს საკუთარი იდენტობა გააჩნია,
რასაც განსაზღვრავს მისი ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილება, ტრადიცია,
მრწამსი. შესაბამისად, ტოლერანტობა ადამიანის იდენტობის პატივისცემას
და ზოგადად, თანასწორობაზე დაფუძნებული გარემოს ხელშეწყობას
გულისხმობს.
„თბილისობა"- ყოველწლიურად საშემოდგომო დღესასწაული ქალაქ თბილისში.
პირველად აღინიშნა 1979 წლის 28 ოქტომბერს. 1990-იანი წლების დასწისში
პაუზის შემდეგ, დღესასწაული 1995 წელს კვლავ განახლდა და მას შემდეგ
ყოველწლიურ ტრადიციად იქცა.
მიმდინარე
წლის
29
მაისს
13:00
საათზე ,
ქ.
თბილისში,
ვახტანგ
გორგასლის 1(მეიდანი)
არასამთავრობო
ორგანიზაციის "
ქართველ
სომეხთა
კავშირის"
ორგანიზებით
ჩატარდა
საიათ-ნოვასადმი
მიძღვნილი
ტრადიციული
სახალხო
დღეობა "ვარდატონი
2022"(ვარდობა).
ღონისძიებას
ესწრებოდნენ
ქ. თბილისის საკრებულოს წევრები, საქართველოში სომხეთის საელჩოს
პირველი მდივანი, თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხური
თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, საქართველოს და სომხეთის მწერალთა
კავშირის თავმჯდომარეები, გაზეთ „ვრასტან“-ის მთავარი რედაქტორი და
სხვები.
ღონისძიებაში
აქტიური
მონაწილეობა
მიიღეს
ერევნის
სახელმწიფო
უნივერსიტეტის
შარლ
აზნავურის
სახლობის
კულტურის
ცენტრის
საცეკვავო
და ვოკალური
ანსამბლი „საიათ-ნოვა“,
სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს
ეპარქიის ცენტრი „ჰაიარტუნი“,თბილისის პეტროს
ადამიანის სახელობის სომხური დრამატული თეატრის მსახიობი გენრიხ
პეტროსიანი,
საცეკვაო ანსამბლები
„ვანქი“,“ მუში“,
„ჯეირანი“,
„ახალციხე“,
მომღერალი ელდარ შოშიტაშვილი
და ნინა კარაპეტიანი, ასევე
სომხეთის
რადიოს
სახელმწიფო
ანსამბლი
"
საიათ -
ნოვა"
(სამხატვრო
ხელმძღვანელი
თოვმას
პოღოსიანი).
ღონისძიება
გაიმართა
ქალაქ
თბილისის
მერიის,
სომხეთის კულტურის სამინისტროს,
ქ.
თბილისის
„პეტროს
ადამიანის
სახელობის
სომხური
სახელმწიფო
დრამატული
თეატრის“
და
საქართველოში სომეხთა სამოციქულო ეკლესიის ეპარქიის
მხარდაჭერით.

