სერგო ფარაჯანოვის სახელობის კონკურსი

12 იანვარს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა ტრადიციული სერგო ფარაჯანოვის სახელობის შემოქმედებითი კონკურისის მონწილეთა ნამუშევრების გამოფენა და გამარჯვებულების დაჯილდოვების საზეიმო ცერემონია. გამოვლინდა სამი გამარჯვებული ზრდასრულებში, თითოეულს ორგანიზაციის ინიციატივით გადაეცა 2 კაციანი საგზური საირმის გამაჯანსაღებელ კურორტზე. პირველი ადგილი თინა ბუკია, მეორე ადგილი ნონა კოკაია, მესამე ადგილი ცირა ჯულაყიძე. ასევე გამოვლინდა სამი გამარჯვებული არასრულწლოვნებში ჟიურის რჩეული მარეტა ელოიანი, ილას უნივერსიტეტის რჩეული ლამარა დანელიანი, ქართველ სომეხთა კავშირის რჩეული ანი პილტოიანი, არასრულწლოვნებს გადაეცათ ფულადი კომპენსაცია და წიგნის ვაუჩერი, ასევე სამახსოვრო საჩუქრები ერევნის სერგო ფარაჯანოვის სახელობის მუზეუმისგან. წელს მხატვირს სახლის ინიცატივით შეირჩა ერთი კონკურსანტი, რომელსაც ასევე გადაეცა ორ კაციანი საგზური მხატვრის სახლში ვიზიტისთვის. აღსანიშნავია, რომ 2022-2023 წლის კონკურსი გამოირჩეოდა მონაწილეთა მრავალფეროვნებით. რაოდენობით და წარმოდგენილი უნიკალური ნამუშევრებით. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა და კონკურსიის დამაარსებელმა მარიამ არაქელოვამ მადლობა მოახსენა დამსწრეებს მონაწილეობისათვის და ნდობისათვის. მოგახსენებთ, რომ კონკურსი გაიმართა  ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამხატვრო აკადემია, თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხური სახელმწიფო დრამატული თეატრი, ერევნის სერგო ფარაჯანოვის სახელობის მუზეუმის მხარდაჭერით.
ორგანიზაცია კიდევ ერთხელ მადლობას უცხადებს ჟიურის დამსახურებულ წევრებს შეფასების პროცესში მონაწილეობისათვის.

შემოგვიერთდით facebook-ზე

საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი, აწყურის 70
(+995) 595 00 48 84

ვალუტა

AMD
1000
AMD
6.4150
Up 0.0133
USD
1
USD
3.0892
Up 0.0064
RUB
100
RUB
4.1895
Up 0.0274
EUR
1
EUR
3.6409
Up 0.0038