ვარდატონი 2022

მიმდინარე წლის 29 მაისს 13:00 საათზე , . თბილისში, ვახტანგ გორგასლის 1(მეიდანი)
არასამთავრობო ორგანიზაციის " ქართველ სომეხთა კავშირის" ორგანიზებით ჩატარდა
საიათ-ნოვასადმი მიძღვნილი ტრადიციული სახალხო დღეობა "ვარდატონი 2022"(ვარდობა).
ღონისძიებას ესწრებოდნენ ქ. თბილისის საკრებულოს წევრები, საქართველოში სომხეთის საელჩოს პირველი მდივანი, თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, საქართველოს და სომხეთის მწერალთა კავშირის თავმჯდომარეები, გაზეთ „ვრასტან“-ის მთავარი რედაქტორი და სხვები.

ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს ერევნის სახელმწიფო  უნივერსიტეტის შარლ აზნავურის სახლობის კულტურის ცენტრის საცეკვავო და ვოკალური ანსამბლი საიათ-ნოვა, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის ცენტრი „ჰაიარტუნი“,თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხური დრამატული თეატრის მსახიობი გენრიხ პეტროსიანი, საცეკვაო ანსამბლები  „ვანქი“,“ მუში“,  „ჯეირანი“, „ახალციხე“, მომღერალი ელდარ შოშიტაშვილი და ნინა კარაპეტიანი, ასევე სომხეთის რადიოს სახელმწიფო ანსამბლი
" საიათ - ნოვა" (სამხატვრო ხელმძღვანელი თოვმას პოღოსიანი).

ღონისძიება გაიმართა ქალაქ თბილისის მერიის, სომხეთის კულტურის სამინისტროს, ქ. თბილისის
პეტროს ადამიანის სახელობის სომხური სახელმწიფო დრამატული თეატრის და საქართველოში სომეხთა სამოციქულო ეკლესიის ეპარქიის მხარდაჭერით.

alt             alt
altaltalt

შემოგვიერთდით facebook-ზე

საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი, აწყურის 70
(+995) 595 00 48 84

ვალუტა

AMD
1000
AMD
6.4150
Up 0.0133
USD
1
USD
3.0892
Up 0.0064
RUB
100
RUB
4.1895
Up 0.0274
EUR
1
EUR
3.6409
Up 0.0038