ააიპ "ქართველ სომეხთა კავშირმა", საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივთან თანამშრომლობით 2019 წლის 15 იანვარს, ეროვნული არქივის კინოდარბაზში გამართა სერგო ფარაჯანოვის 95 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ტრადიციული საკონკურსო გამოფენა და დაჯილდოვების საზეიმო ცერემონია. აღსანიშნავია, რომ 2018 წლის დეკემბერში გამოცხადდა კონკურსი სახვითი ხელოვნების დარგში.მონაწილეთაგან შეირჩა 19 კონკურსანტი, გამოვლინდა სამი საპრიზო ადგილი: გამარჯვებული სოფიო ქიზიყურაშვილი ნამუშევრისათვის " მედუზების სამაია", მეორე ადგილი იულია ჩადუნელი ნამუშევრისათვის " პოეტის მუზა", მესამე ადგილი რაჩიკ მერიშავიანი ნამუშევრისათის " ფარაჯანოვის ფრენა ზეცისკენ". ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოში უკრაინის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი იგორ დოლგოვი, პირველი ატაშე ტატიანა კოვპაკი, სომხეთის საელჩოს პირველი ატაშე არტურ სარქისიანი, საქართველოს პარლამენტის წევრი რუსლან პოღოსიანი, სომხეთიდან იდა მარუთიანი ერევნის მერის მეუღლე და საქველმოქმედო პროგრამების ხელმძღვანელი, ნარე არამიანი ერევნის ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელი, მხატარი გაგიკ დილაქიანი ნიუ-იურკოდიან, რომელმაც კონკურსს სამახსოვრო ნამუშევარი გადასცა , ზემოთ აღნიშნული ფილმის ხმის რეჟისორი და ფარაჯანოვის კოლეგა ბატონი მიხაილ ინასარიძე. ააიპ " ქართელ სომეხთა კავშირი" განსაკუთრებულ მადლობას უხდის საქართელოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივს პარტნიორობისათვის და თანამშრომლობისათის საქართელოს სამხატვრო აკადემიას, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, სომხეთის საელჩოს.
სერგო ფარაჯანოვის კონკურსი 2019
შემოგვიერთდით facebook-ზე
საკონტაქტო ინფორმაცია
ვალუტა

1000
AMD
6.4150


1
USD
3.0892


100
RUB
4.1895


1
EUR
3.6409
