ააიპ "ქართველ სომეხთა
კავშირის ინიციატივით" ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით, გაიმართა
ღონისძიება სახელწოდებით "არამიანცის კვალი თბილისში". ღონისძიების
ფარგლებში ჩატარდა საარქივო ფოტო მასალის გამოფენა და მოკლენეტრაჟიანი
ფილმის ჩვენება, ფილმის ავტორი მარიამ არაქელოვა, რეჟისორები ავთანდილ
ინასარიძე და რევაზ ჯანყარაშვილი. პროექტი მიზნად ისახავს სამოქალაქო
ცნობიერების ამაღლებას, საქართველოს ეთნიკური მრავალფეროვნებისა და
მათი მიერ შეტანილი წვლილის წარმოჩენას დედაქალქის ურბანულ
განვითარებაში.